ისტორიის მივიწყებული ფურცლები
четверг, 19 ноября 2009 г.
1.პროექტის სახელი:"ისტორიის მივიწყებული ფურცლები"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში არსებული გამოქვაბულების კომპლექსი-კვირაცხოველი გახდეს ცნობილი ფართო მასებისათვის და იქცეს ისევე აქტიური,როგორც მასთან ახლოს მყოფი უფლისციხე.
3. პროექტის სრული აღწერა:სოფელი ქვახვრელი მდებარეობს გორის რაიონში მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,კლდეში გამოკვეთილი ქალაქის უფლისციხის მოპირდაპირდ.სოფელი ზღვის დონიდან 500 მეტრძეა,გორიდან დაშორებულია 8 კილომეტრით.
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი ქვიშავის ფრიალო კლდეშია გამოკვეთილი.კომპლექში შედის სამრეკლო,კორიდორები,ეკლესია,დაბალი და ერდოიანი სადგომები.კედლებზე ლაპიდარული წარწერებია.
ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი წარმართული საკულტო ქვის ადგილ-ქვაბული და ქრისტიანული ეკლესია წარმოადგენს ერთიან კომპლექსს.იგი დიდი მნიშვნელობის ისტორიულ-კულტურული ძეგლია.ძეგლს ტურიზმის განვითარებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია,რამდენადაც უფლისციხესთან ერთად იგი გამოდის როგორც საქართველოს უდიდესი ისტორიის რეალური ფაქტი.
საოცარი და საინტერესოა ძეგლი თავისი ეგება,წინააზიური,მესოპოტამური უძველეს კულტურებთან მსგავსების გენეტიკური ელემენტებით,ქრისტიანობამდელი რელიგიების დამადასტურებელი ელემენტებით.
უფლოსის (უფლისციხის ეპონიმი) შიდა ქართლში უდიდეს გავლენაზე აღნიშნულია"ქართლის ცხოვრებაშიც",მიუხედავათ იმისა,რომ იგი მცხეთოსის ძედაა გამოცხადებული.ეს მემკვიდრეობა უფლოსს გადაეცა სწორედაც უძველეს ხანებში მისი ჰაგემონობის გამო(და არა ელენისტური პერიოდის მცხეთის პირველობის მომდევნო ხანებში)ქვახვრელის ქვაბულ-კომპლექსიც სწორედ ამისი მანიშნებელია.იგი უფრო უძველესია ვიდრე ძვ.წ. 1 ათასწლეულის ხანა და წინარეელინისტურ პერიოდს განეკუთვნება.იგი ალბათ პალეოლითის ძეგლია.
ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით,ქვახვრელის და უფლისციხის კომპლექსს შორის იგი დამაკავშირებელი გვირაბი,რომელიც მდინარე მტკვრის ფსკერზე გადიოდა.უფლისციხეში ახლაც არის გვირაბი რომელიც მტკვრისკენ ეშვება. ე.ი. ეს არის ერთიანი კომპლექსი უფლისციხე-ქვახვრელი.
ადგილობრივ თემში თითქმის დღემდე შემონახული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით,უფლისციხე არის ძმა,ხოლო ქვახვრელი არის და.დღემდეა შემონახული რწმენა იმის შესახებაც,თუკი ბავშვი საყმაწვილო სენით(წითელა,ქუნთრუშა და ა.შ.) დაავადდებოდნენ,თვალები გაუღიზიანდებოდათ და ასტკივდებოდათ,მაშინ განსაკურნავად ქვახვრელის შიდა ქვაბულში მდებარე კონუსური ფორმის ქვის სალოცავთან უნდა მიეყვანათ და თვალებზე ამ წმინდა ქვის მტვერი უნდა წაესვათ.ან ასევე,თუკი ქალებს არ ქონდათ,ან შეუწყდებოდათ შვილოსნობა,მაშინაც უნდა მოელოცათ ეს ქვა და ეთხოვათ მისთვის ნაყოფიერების მოცემა.
ეს ყველაფერი ეგება იმაზე მიუთითებდეს,რომ საქმე გვაქვს ტოტემისტური მსოფლმხედველობის და მზისა და მთვარის კულტების გადმონაშთურ მოვლენასთან.მითუმეტეს,რომ თვალსაჩინის გაძლიერებისავის ასრულებენ ამ რიტუალს.თვალი კი როგორც ეს მიღებულია მზის აღმნიშვნელი სიმბოლოა("ყურძენს თვალი შეუვიდა"_გრ.რობაქიძე)
ზოგადად ეთნოლოგიაში მიღებული მოსაზრებიტ,პალეოლითისა და მატრიარქატის ეპოქაში გაბატონებული მდგომარეობა ეკავა ტოტემიზმს,როგორც რელიგიის ერთ-ერთ უძველეს ფორმას და ტოტემიზმს,როგორც საზოგადოებრივ სოფლმხედველობას.
ამასთან შეიძლება იმის დაშვებაც,რომ სარიტუალო ქვა თავისი გამოქვაბულ ხვრელით,თვიტონ გამოდიოდეს,როგორც კულტის საგანი.
მაშინ უფრო დაბეჯითებით უნდა დავუშვათ იმის ვარაუდი,რომ ქვახვრელი წინ უფლისციხეს ან მასთან ერთად პარალელურად გამოდიოდა.როგორც ქართველთა უძველესი წინაპრების საცხოვრისი,როგორც ტომის შემოკრების ადგილი,ტოტემისტური იდეის განმახორციელებელი საკულტო კომპლექსი.
როგორც ჩანს ქრისტიანულ ეპოქაში ქვახვრელის ეს გამოქვაბულები(ზოგიერთი)გადაკეტებულ იკნა ქრისტიანულ სამლოცველოდ და დღემდე მას კვირაცხოვლის ეკლესია ეწოდება.
ძვირფასო დამთვალიერებლებო!
უფლისციხის უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქიდან სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში მდებარეობს ნაკლებად ცნობილი საოცრება ქვახვრელის გამოქვაბულებების კომპლექსი,იგი არანაკლებ ძველი და საინტერესო მოსანახულებელია.
გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და ეწვიეთ ამ კომპლექსს!
გიდის ფუნქციებს ჩვენ, ქ.თბილისის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაგიწევთ.
დიდი მადლობა
4. მონაწილეთა ასაკი:11 კლასის მოსწავლეები
5. ვადები/ხანგრძლივობა:-ზაფხულის არდადეგებზე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობები . მოგროვილი მასალისა და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება.
7. მოსალოდნელი შედეგები:ფოტოალბომები, ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები. შექმნილი ბლოგი.მოსწავლეები შეისწავლიან სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით ამ კუთხის ადათ-წესებს,ტრადიციებს.ამ პროექტით გათვალისწინებულია სარეკლამო ბუკლეტების დარიგება კლდეში ნაკვეთი ქალაქის უფლისციხის დამთვარიებელთა შორის.ჩვენი აზრით ეს პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ კვლევითი უნარ-ჩვევები.პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.
8. სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეებმა დააინტერესონ ტურისტები ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსის დათვალიერებით ვინაიდან დამთვალიერებელთა შორის მრავალი უცხოელია,ამიტომ ბუკლეტები უცხოურ ენებზეც შედგება
9. სამუშაო ენა:ქართული და ინგლისური
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სასურველია ამ პროექტში ჩაერთონ გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები დაინტერესდებიან საქართველოს მივიწყებული ისტორიული ძეგლებით.ისწავლიან ინტერნეტ-პროექტების კეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.გაეცნობიან გიდისა და თარჯიმნის პროფესიებს.
12. პროექტის ფასილიტატორი: ლუბა სულხანიშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: sulxanishvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.sulxanishvili.blogspot.com
среда, 18 ноября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)